Search
ან
მარტივი იდეა ლანჩისთვის - ქათმის ვრაპი

მარტივი, გემრიელი და რაც მთავარია ლანჩისთვის შესაფერისი ქათმის ვრაპი, რომელიც მოგცემთ ენერგიას და გემრიელად გაგატარებინებთ სადილს.

თქვენ დაგჭირდებთ:
1 - ქათმის მკერდი
1/2 - სომხური ლავაში
100 გრ. - სულგუნი
200 გრ. სალათის ფოთოლი
მარილი და პილპილი გემოვნებით.

ქათმის ფილე დაჭერით სასურველ ნაჭრებად, წაუსვით მარილი და პილპილი. შეწვით ნელ ცეცხლზე. 
სულგუნი გახეხეთ. შემწვარი ქათამი მოათავსეთ ლავაშზე და ზემოდან მოაყარეთ სულგუნი და დაკეპილი სალათის ფოთოლი. 
კარგად შეახვიეთ და მოათავსეთ ტაფაზე ზეთის გარეშე. 
ყველი დადნება და შეურთდება ქათამს. 

გაჭერით შუაზე და მოათავსეთ კონტეინერში. თქვენი ლანჩი მზად არის!

თეგები

ექსპერტის რჩევები