Search
ან
რატომ არ ვიწყებთ ტკბილით

იცით თუ არა, რომ...

დესერტის მირთმევა შესაძლებელია ძირითად კერძამდეც.
რატომ არ ვიწყებთ ტკბილით ?
დესერტები და ზოგადად ტკბილეული შეიცავენ გლუკოზას, რომელიც კვებავს ჩვენს სისხლს. პირველი, რაც ჩვენი ტვინის ცენტრამდე აღწევს - რა თქმა უნდა სისხლია. თუ ჩვენი ტვინი და გონება მიხვდება იმას, რომ სისხლი გამოკვებილია, შესაბამისად ორგანიზმი უსაფრთხოდ არის, თქვენ გაგიქრებათ შიმშილის გრძნობაც.

ამ ამბავს ორი მხარე აქვს. თუ ჩვენ მივირთმევთ ტკბილეულს საუზმემდე, სადილამდე თუ ვახშამდე, შესაძლებელია ისე ძალიან აღარ მოგვშივდეს და კერძის „ბოლომდე დამთავრების“ სურვილის გაგვიქრეს.
მეორესმხრივ, საჭმელამდე ცოტაოდენი დესერტის მირთმევით ჩვენ გაგვიქრება „ცხოველური შიმშილი“ და თავს ავარიდებთ ზედმეტი კალორიების და არასაჭირო ნივთიერებების მიღებას, ანუ ზედმეტ ჭამას.

თეგები

ექსპერტის რჩევები