სალათის ფოთოილი, ე.წ. „მარილიანი ბალახი“ ჯერ კიდევ მოყავდათ ძველ ეგვიპტეში და რომში. ამჟამად გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ვრცელდება გაზაფხულის მოსვლისთანავე და წარმოადგენს იდეალურ სეზონურ საკვებს, თავისი დაბალ კალორიურობიდან და სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე.
შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. მარილების შემცველობით ოდნავ ჩამორჩება ისპანახის სასარგებლო თვისებებს. მდიდარია სასარგებლო მიკროელემენტებით როგორიცაა: სპილენძი, თუთია, კობალტი, მანგანუმი, ტიტანიუმი, ბორითა და იოდი. შეიცავს კალციუმს დიდი ოდენობით.
სალათის ფოთლებში არსებული სიცილიუმი აუცილებელია კანის, მყესის და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ვიტამინები: A, C, რომლებიც ასევე აუცილებელია ორგანიზმისთვის საგაზაფხულო პერიოდში.
შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ საკვებთან ერთად, რადგან ის წარმოადგენს არაჩვეულბრივ გარნირს. ძალიან უხდება მარილი.
შენახვის წინ კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ, მოათავსეთ ქაღალდში და ისე შეინახეთ მაცივარში, ხილ-ბოსტნეულის განყოფილებაში.