Search
ან
იაპონური ფუგუ

იცით თუ არა, რომ...

ყველაზე უჩვეულო დელიკატესად იაპონურ სამზარეულოში ითვლება თევზი ფუგუ. მისი არასწორი მომზადების შემთხვევაში, ფუგუს თევზმა შესაძლოა ორგანიზმის უმძიმესი მოწამვლა გამოიწვიოს. 
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფუგუს შხამი თვითონ თევზის ხორცში არ გამოიყოფა, არამედ გროვდება მის მიერ შეჭმული სხვა ზღვის წარმომადგენლებისგან. ამიტომ, თუ ფუგუს თევზი იკვებება არატოქსიკური საკვებით, მისგან მოწამვლა გამორიცხულია. ამ აღმოჩენამ მზარეულები და რესტორნების მეპატრონეები მაინც ვერ დაამშვიდა, რადგან ტურისტებში და მომხმარებლებში მაინც არსებობს მოწამვლის შიში. 
თუმცა ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც გაწევს რისკს და გასინჯავს ფუგუს იმისთვის, რომ გამოცადოს მისი გემო და მიიღოს განუმეორებელი სიამოვნება ამ დელიკატესისგან.

თეგები

ექსპერტის რჩევები