Search
ან
ქართული ჭურჭელი - კულა

ხისგან გაკეთებული ღვინის ორიგინალური სასმისი, რომლისთვისაც საუკეთესო მასალა იყო ძელქვის, ბზის, ურთხელის, კაკლის ხე.

კულას აქვს მასიური ოვალური ტანი და გრძელი ყელი. ყელთან პატარა რქა აქვს სმისას თითის გამოსადებად. კულიდან ღვინო რაკრაკით გადმოედინება. კულებს არცთუ იშვიათად ამკობდნენ ვერცხლის დეტალებით და ძვირფასი ქვებით.

კულას ამზადებდნენ მწარე კვახისაგანაც. ასეთ კულას ყელში უდგამენ ხის ტიხარს ღვინო რომ ძუნწად მიაწოდოს და ღვინის სმის პროცესი გაახანგრძლიოს. ხშირად კვახის კულას ამკობდნენ წარწერებითა და ორნამენტებით, არცთუ იშვიათად უკეთებდნენ ინკრუსტაციას სხვადასხვა ქვებით (მაგ., გიშერი).

კულა ეწოდება ქვებით აგებული ოთხკუთხა სვეტს, რომელიც მოხევეთა სახლში დედაბოძის მოვალეობას ასრულებდა.

თეგები

ექსპერტის რჩევები