Search
ან
ფორთოხლის ჩაი

ფორთოხლის ცედრაში დაგროვილია ბევრი ორგანული მჟავა, შაქარი, ეთერიული ზეთები, ც- ვიტამინი და სხვა მრავალი სასარგებლო ნივთიერება.
უგემრიელესი ჩაის მოსამზადებლად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორთოხლის ახალი, ან ხმელი ცედრა. 
გარეცხილი ფორთოხალი უნდა გაითალოს ან გაიხეხოს ისე, რომ მივიღოთ მხოლოდ სუფთა ცედრა. იგულისხმება ნარინჯისფერი ქერქი. უნდა ვეცადოთ რომ არ შევაყოლოთ თეთრი გარსი, რადგან ის ჩაის მწარეს გახდის. თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დამატებაც.
1 ფორთოხლის ცედრა საკმარისია 1 ლიტრი სასმელის მოსამზადებლად.
ცედრას და 3 სუფრის კოვზ შავ ჩაის ვასხავთ 1 ლიტრ მდუღარე წყალს (მიახლოვებითი ტემპერატურა 95 გრადუსი) და ვაყენებთ 10-12 წუთით.
სასმელი უნდა გახდეს მოოქროსფრო ყავისფერი.

მიირთვით საუზმეზე ან დღის განმავლობაში იმისთვის, რომ დაიმუხტოთ ენერგიით და პოზიტიური განწყობით!

 

თეგები

ექსპერტის რჩევები