Search
ან
შემთხვევით გამოგონილი ნაყინი

იცით, თუ არა რომ...
ყველასთვის საყვარელი და გემრიელი დესერტი - ესკიმოს ნაყინი (ნაყინი ჯოხზე), შემთხვევით გამოიგონეს. 1905 წელს, 11 წლის ფრანკ ეპერსონმა ჭიქაში აურია სოდა, წვენი, წყალი და შიგნით ჩატოვა კოვზი. ფრანკს ჭიქა გარეთ დარჩა, სადაც ის ზამთრის ცივ ღამეს გაიყინა. მეორე დილით წვენის დალევის მაგივრად, ფრანკს ნაყინის ჭამა მოუწია.
18 წლის შემდეგ მან საკუთარი გამოგონება დახვეწა და დააპატენტა.
თავად ნაყინის დამზადება ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში სცადეს პირველად - ერთმანეთში ურევდნენ ხილის წვენს, თოვლს ან ყანიულს. ხოლო ნაყინისთვის ნაღების გამოყენება პირველად შუა საუკუნეების ევროპაში დაიწყეს.

თეგები

ექსპერტის რჩევები