ჭურჭელი ყველაზე დიდ ხანს თევზის, მჟავე კომბოსტოსა და ნივრის სუნს ინარჩუნებს. დამეთანხმებით, არასასიამოვნოა, ნამცხვრის მირთმევა ისეთი თეფშიდან, რომელსაც რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის სუნი ასდის. საუკეთესო გზა, უსიამოვნო არომატის მოსაცილებლად ძმარია.
აიღეთ ჯამი, ჩაასხით 2 ლიტრი წყალი და გაურიეთ 2 სუფრის კოვზი ძმარი. წყალი აუცილებლად თბილი უნდა იყოს. შემდეგ, ჩააწყვეთ ჭურჭელი და რამდენიმე წუთით ჯამში დატოვეთ.
თევზის სუნს კარგად აცილებს ძალიან ცხელი, მარილიანი წყალიც.
კიდევ ერთი პრობლემა, ხახვის არომატია, რომელიც ხანგრძლივად რჩება ჭურჭელზე. დიასახლისებმა აღმოაჩინეს, რომ მასთან გამკლავება სველი ჩაის ფოთლებით შეიძლება. ფოთლებს ჭურჭელზე დააწყობთ, დატოვებთ 30 წუთით და სუნიც ისე გაქრება, თითქოს არც არასდროს ყოფილა.