Search
Or
ქლიავი

ქლიავის სამშობლო აზიაა, თუმცა მცენარე იმდენად კომფორტულად ერგება ნებისმიერ ნიადაგსა და ჰავას, რომ ამ ეტაპზე თითქმის ყველა ქვეყანაში ხარობს.

ქლიავი შეიცავს შაქრის 7-დან 18%-მდე (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა). აგრეთვე  А, В1, В2, С და Р ვიტამინებს. მდიდარია კალიუმითა და ფოსფორით. სხვა სასარგებლო მინერალებიდან შეგვიძლია გამოვარჩიოთ ბორი, მანგანუმი, თუთია, ნიკელი და სპილენძი.

ქლიავს იყენებენ მედიცინაში, კულინარიაში და კოსმეტოლოგიაში.

ქლიავი ძალიან სასარგებლოა კუჭის მოქმედებისთვის. გარდა ამისა, ქლიავის კისელები რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის, რევმატიზმისა და თირკმელის დაავადებისას. იგი ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების განდევნას ორგანიზმიდან.

ქლიავის ჩირი ბევრად უფრო კალორიულია ვიდრე ცოცხალი ხილი, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სსურს. აგრეთვე, დიაბეტის და ორსულობის დროსაც.  

Expret Advices