შავი ლიმონათი ბოლო დროის მთავარი ტრენდია. თუმცა, მოდურობასთან ერთად, სასარგებლო თვისებებსაც ითავსებს. ლიმონათის მთავარი კომპონენტი, აქტივირებული ნახშირი, ცნობილია, როგორც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების განდევნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
ინგრედიენტები:
წყალი - 1 ლიტრი
ლიმონი - 2 ცალი
აქტივირებული ნახშირი - 1 ჩაის კოვზი
ნეკერჩხლის სიროფი - 2 სუფრის კოვზი (ან ნებისმიერი სხვა ნატურალური დამატკბობელი)
მომზადების წესი:
გაწურეთ ლიმონი. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სასურველ ჭურჭელში და კარგად მოურიეთ.
დალიეთ ყინულთან ერთად.