საკმაოდ არომატული და უცნაური კერძი - ბეკონში გახვეული ქათმის მკერდი. შესაძლოა ასე, ერთი შეხედვით, სულაც არ ჩანდეს უცნაურად, თუმცა ჩილისა და შაქრის ნაზავში ამოვლებული კერძი ნამდილად პიკანტურ გემოს ტოვებს.
ინგრედიენტები:
3 ქათმის მკერდი
10 ნაჭერი ბეკონი
5 ს.კ. ყავისფერი შაქარი
1 ს.კ. დაფქული ჩილი
მომზადების წესი:
დაჭერით ქათმის ფილე გრძელ, საშუალო სისქის ნაჭრებად. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. შემოახვიეთ ბეკონი. ამოვლეთ ჩილისა და შაქრის მიქსში. შეწვით დაბალ ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!