უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელი - ატმის ცივი მწვანე ჩაი.
ინგრედიენტები:
1 ლიტრი წყალი
5 მწვანე ჩაის ტომარა
4 ატამი
1/2 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი და დააყენეთ ჩაი. გარეცხეთ და გათალეთ ატამი. გააკეთეთ ატმის პიურე ხელის ბლენდერის საშუალებით. გაატარეთ მასა საცერზე. დაუმატეთ ნეკერჩხლის სიროფი და გააზავეთ მწვანე ჩაით.
გააგრილეთ მაცივარში.