შესაძლოა ძალიან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ საზამთრო და ფეტა იდეალური წყვილია. ყველას გვსმენია უცნაური ისტორიები თუ როგორ მიირთმევენ სხვადასხვა ადამიანები საზამთროს პურთან ან ყველთან ერთად. ფეტა არის ყველი, რომელიც ყველაზე მეტად უხდება საზამთროს!
დღეს გვსურს შემოგთავაზოთ მარტივი საზაფხულო სალათის რეცეპტი.
ინგრედიენტები:
200 გრ. საზამთრო
150 გრ. ფეტა
30 გრ. პიტნა
20 მლ. ზეითუნის ზეთი
20 მლ. ლაიმის წვენი
მომზადების წესი:
დაჭერით საზამთრო და ფეტა პატარა კუბებად. დაკეპეთ პიტნა. მოათავსეთ ჯამში. მოასხით ლაიმის წვენისა და ზეითუნის ზეთის მიქსი.
გემრიელად მიირთვით!