Search
ან
გუაკამოლე

გუაკამოლე ტრადიციული მექსიკური საკმაზია. მას ორი ძირითადი დანიშნულებით იყენებენ - როგორც სოუსს ან როგორც დიფს.

ინგრედიენტები:

1 ჩილი

3 ავოკადო

2 პომიდორი

1 თავი ხახვი

1 კონა ქინძი

1 ლაიმი

1 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

გარეცხეთ ბოსტნეული. დაჭერით პომიდორი პატარა ზომის კუბებად. დაჭერით წიწაკა, მოაშორეთ მარცვლები, დაკეპეთ ხახვთან, ნიორთან და ქინძთან ერთად. მოათავსეთ დაკეპილი ინგრედიენტები სანაყში ან ბლენდერში და აქციეთ პასტად.

დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და ლაიმის წვენი. დაჭერით ავოკადო პატარა ზომის კუბებად. დაამატეთ წინასწარ მომზადებულ პასტას და გასრისეთ ჩანგლით. დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და მარილი. კარგად გადაურიეთ.

მიირთვით სიმინდის ჩიფსთან ერთად. 

ექსპერტის რჩევები