უგემრიელეს, ხრაშუნა ქათმის ჩხირებზე ბავშვები არასდროს ამბობენ უარს.
მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი კი გემრიელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი წარმომავლობის ინგრედიენრებს შეიცავს. ამიტომ, გადავწყვიტეთ სახლის რეცეპტი გაგიზიაროთ.
ინგრედიენტები:
4 ცალი ქათმის ფილე
3 კვერცხი
70 მლ. სოიოს სოუსი
1 ჭიქა შვრია
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
დაჭერით ქათმის ფილე გრძელ ნაჭრებად. მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოახსით სოიოს სოუსი. დააფარეთ გრინი და შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში.
ათქვიფეთ კვერცხი. ამოავლეთ ქათმის ყოველი ნაჭერი ჯერ კვერცხში, შემდგომ კი შვრიაში. შეწვით გახურებულ ტაფაზე.
მიირთვით საწებელთან ან კეჩუპთან ერთად.