Search
ან
ორაგული კაპერსით და როზმარინით

ცნობილია, რომ ორაგული ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თევზია. იგი შეიცავს ფოსფორს, რკინას,  მაგნიუმს, ქლორს, კალციუმს, თუთიას, ნიკელს, მოლიბდენს, A, B1, B2, C, E D და PP ვიტამინებს.  პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის. აგრეთვე, მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სსურს. 

მაშ ასე, მარტივი, გემრიელი და ჯანმრთელი ვახშამი - ტაფაზე შემწვარი ორაგული კაპერსით! 

ინგრედიენტები: 

4 ორაგულის ფილე

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

2 სუფრის კოვზი კაპერსი

4 ნაჭერი ლიმონი 

რამდენიმე ტოტი როზმარინი (ან 3 გრ. ხმელი)

მარილი და პილპილი გემოვნებით 

მომზადების წესი: 

გაახურეთ ტაფა. წაუსვით თევზს მარილი, პილპილი და ცოტაოდენი ზიეთუნის ზეთი. ტაფაზეც ზეთი დაასხით, მოათავსეთ ორაგულის ფილეებიდა როზმარინის ტოტები. შეწვით 3 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ კაპერსი და გადმოაბრუნეთ თევზი. შეწვით კიდევ 5 წუთის განმავლობაში. 

მიირთვით ლიმონთან ერთად. 

თეგები

ექსპერტის რჩევები