ისრაელში მოგზაურობისას უგემრიელესი კერძი, შაკშუკა, გავსინჯე. იგი ძალიან გაქვს ჩვენში ცნობილ "ჩიჟი-ბიჟის", თუმცა მეტად აღმოსავლური ელფერი დაკრავს. ეს არ არის ებრაელების ნაციონალური კერძი, რადგან უმეტესად მოროკოელების, ტუნისელებისა და ალჟირელების დახმარებით გავრცელდა ქვეყანაში, თუმცა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჰუმუსსა და ფალაფელზე არანაკლებად პოპულარულია.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კვერცხი, პომიდორი, წითელი ცხარე და წითელი ბულგარული წიწაკა, ნიორი, ხახვი, დაფქული პაპრიკა, დაფქული ორეგანო და ზეითუნის ზეთი. ეს ტაფის კერძია, იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი მიირთმევს, მარტივია ინგრედიენტების გათვლა. ერთ ულუფას სჭირდება 2 კვერცხი, 400 გრ. პომიდორი, 2-3 კბილი ნიორი, თითო-თითო წიწაკა და ერთი პატარა თავი ხახვი, სანელებლები გემოვნებით.
პირველ რიგში დაჭერით ხახვი და წიწაკა. მოთუშეთ ხახვი და ნიორი, შემდგომ დაამატეთ წიწაკა, ცოტა ხნის მერე კი კანგაცლილი პომიდორი და სანელებლები. მოთუშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში, შემდგომ კი გააკეთეთ პატარა "ჩაღრმავებები" და მოათავსეთ კვერცხი. დაახურეთ თავსახური და შეწვით კვერცხი სასურველ დონემდე.
უმჯობესია მიირთვათ პიტასთან ერთად, თუმცა გახუხული ლავაშიც გამოდგება!