ეს წვნიანი, სავარაუდოდ, შაბათს დილით შექმნეს, პარასკევის ღამის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ინგრედიენტები:
3 ჭარხალი
2 კიტრი
50 გრ. მწვანე ხახვი
50 გრ. კამა
500 მლ. კეფირი
ნახევარი ლიმონის წვენი
1 ს.კ. შაქარი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გათალეთ და მოხარშეთ ჭარხალი. წყალი მთლიანად არ გადაასხათ, წვნიანის ბაზა იქნება. გახეხეთ ჭარხალი, წვრილად დაჭერით კიტრი, კამა და მწვანე ხახვი. მოათავსეთ ინგრედიენტები ერთ ჯამში, დაამატეთ კეფირი და შეაზავეთ ჭარხლის ნახარშით. დაამატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი და პილპილი.
მიირთვით მოხარშულ კვერცხთან ერთად.