შეამჩნევდით, რომ ყაბაყისგან ხშირად ვამზადებთ კერძებს. ამჯერად, გამომცხვარი ყაბაყის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები:
500 გრ. ყაბაყი
200 გრ. ხახვი
5 კვერცხი
100 გრ. არაჟანი
100 გრ. სულგუნი
50 გრ. კარაქი
მომზადების წესი:
გახეხეთ ყაბაყი. ათქვიფეთ კვერცხი. მოთუშეთ ხახვი. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
წაუსვით გამოსაცხობ ფორმას კარაქი. მოათავსეთ შიგნით წინასწარ მომზადებული ყაბაყის მასა.
წაუსვით არაჟანი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!