პესტო იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი საბაზისო სოუსია. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, გარდა ამისა, იგი უხდება ძალიან ბევრ კერძს.
ინგრედიენტები:
50 გრ. ბაზილიკი
50 გრ. პარმეზანი
3 სუფრის კოვზი ფიჭვის კაკალი
100 მლ. ზეითუნის ზეთი
2 კბილი ნიორი
გარეცხეთ ბაზილიკი და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. დაკეპეთ ნიორი, გახეხეთ პარმეზანი, მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ან ქვასანაყში.
პესტოს მომზადება ბევრნაირად არის შესაძლებელი, თუმცა ჩვენ კლასიკური რეცეპტი გაგიზიარეთ.
სოუსი შეგიძლიათ მიირთვათ პასტასთან, შემწვარ ხორცთან და სხვადასხვა სალათებთან.