არასასიამოვნო სუნი მაცივარში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამის მიზეზი უმეტესად გაფუჭებული ან ზედმეტად არომატული პროდუქტებია.
პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი პირველი საფეხურია პროდუქტების შენახვა ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. შემდეგი ეტაპი მაცივრის გაწმენდაა. ყველაზე მარტივი საშუალება სოდისა და წყლის ხსნარია. სოდა მოკლავს ბაქტერიებს და გააქრობს არასასიამოვნო სუნს. საბოლოო ეტაპი კი სისუფთავის შენარჩუნებაა. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ხელს შეუშლის არასასიამოვნო სუნის გაჩენას.
1. შავი პური - მოათავსეთ ერთი ნაჭერი მაცივრის თაროზე და იგი შეიწოვს ყველანაირ არასასიამოვნო სუნს.
2. ყავა - დადეთ ყავის რამდენიმე მარცვალი პატარა ლამბაქზე, მოათავსეთ მაცივრის თაროზე და დაივიწყეთ არასასიამოვნო სუნი.
3. ბრინჯი - ჩაყარეთ ერთი მუჭა უმი ბრინჯი პატარა ჯამში და შეინახეთ მაცივარში.
4. კარტოფილი ან ვაშლი - მოათავსეთ რომელიმე პროდუქტის ნაჭრები მაცივრის ყველა თაროზე.
არ დაგავიწყდეთ - კვირაში ერთხელ მაინც გამოცვალეთ არჩეული პროდუქტი.