რძე საკმაოდ სპეციფიური პროდუქტია. ბევრ ადამიანს აქვს ალერგია ლაქტოზაზე, ბევრი არ მიირთმევს ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, ბევრს უბრალოდ არ მოსწონს რძის გემო. ასეთი ადამიანებისთვის იდეალური გამოსავალია ნუშის რძე. 100 გრამი შეიცავს 60 კალორიას. ნუშის რძე აძლიერებს კბილებსა და ძვლებს; სასარგებლოა გულისთვის; ანიჭებს კანს ჯანმრთელ ბზინვარებას; ხელს უწყობს კუნთების გამაგრებას და სასარგებლოა კუჭის მოქმედებისთვის.
ნუშის რძე საკმაოდ მარტივად მზადდება - დაალბეთ 100 გრამი ნუში 3 ჭიქა წყალში და დატოვეთ მთელი ღამით. გადაწურეთ წყალი, მოათავსეთ ნუში ბლენდერში და ათქვიფეთ 3 ჭიქა წყალთან ერთად. გადაწურეთ საცერით და შეინახეთ მაცივარში.
ნუშის რძის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 5 დღე.