Search
Or
ორაგულის როლები

ორაგულის როლები უმარტივესი, უგემრიელესი და ამავდროულად ჯანსაღი კერძია. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც აპეტაიზერი ან საუზმე.

გთავაზობთ რამდენიმე ალტერნატივას - შეგიძლიათ გამოიყენოთ შებოლილი ან ცოცხალი ორაგული; კრემ-ყველი, მდნარი ყველი ან არაჟანი; თხლად დაჭრილი კიტრი ან სალათის ფოთოლი (ან ორივე). აგრეთვე დაგჭირდებათ ლავაში და კამა.

წაუსვით ლავაშს თქვენთვის სასურველი რძის პროდუქტი, დაადეთ ორაგული, სალათის ფოთოლი (ან კიტრი), კამის ტოტი და გადაახვიეთ.

შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ლავაში კრუასანით და მიიღოთ უგემრიელესი სენდვიჩი. 

Expret Advices