Search
Or
ჯონჯოლი

მსოფლიოში ჯონჯოლისებრთა 11 ჯიში არსებობს სულ. მათგან ორი, კოლხური ჯოლჯოლი და ჩვეულებრივი ჯონჯოლი, საქართველოში ხარობს. კოლხური ჯოლჯოლი დასავლეთ საქათველოს ჰავას გუობს, ჩვეულებრივი კი ქართლსა და კახეთშიც იზრდება.  მცენარე ბუჩქის ან პატარა ხის სახით გვხვდება, იზრდება უმეტესად ხევებსა და ხეობებში, უყვარს ქვიშიანი ადგილები.

ჯონჯოლის ზეთს მედიცინაში ხმარობენ, მცენარის დამწნილება კი კულინარიაშია გავრცელებული. ტრადიციული ქართული სუფრა წარმოუდგენელია ჯონჯოლის მწნილის გარეშე. 1 კილო მწნილის გასაკეთებლად ქორფა ჯონჯოლის გარდა მარილი და ალუბლის ფოთლები დაგჭირდებათ.

გარეცხეთ ჯონჯოლი, მოაშორეთ მაგარი ღეროები, გაწურეთ, დაყავით რამდენიმე ნაწილად და ფენებად ჩადეთ ქილაში. ფენებს შორის დააყარეთ მარილი და კარგად დაპრესეთ. სავსე ქილას დააფარეთ ალუბლის ფოთლები და მოუკარით თავი. შეინახეთ გრილ ადგილას. ჯონჯოლის დამწნილებას სჭირდება დაახლოებით 1 კვირა, რის შემდეგაც შეგიძლიათ თამამად გაუმასპინძლდეთ სტუმრებს უგემრიელესი აპეტაიზერით. 

Expret Advices