ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან უყვართ საზამთროც და ალკოჰოლიც, შექმნეს და გაგვიზიარეს არაერთი უგემრიელესი კოქტეილის რეცეპტი. თურმე, საზამთრო შეიძლება თანაბრად მოუხდეს არაყს, რომს, შუშხუნა ღვინოს, ტეკილას ან ლიქიორს!
შესაბამისად, ჩვენც გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ სამი უგემრიელესი და ამავდროულად უმარტივესი რეცეპტი.
საზამთროს მარგარტია:
დააბლენდერეთ 300 გრამი საზამთრო (კურკების გარეშე), 150 გრამი ტეკილა, 70 გრამი ლაიმის წვენი და შაქარი გემოვნებით.
საზამთროს სანგრია:
დაჭერით ოთხკუთხედებად 300 გრამი საზამთრო და 150 გრამი ნესვი - მოათავსეთ შესაფერის ჭურჭელში პიტნის ფოთლებთან ერთად. დაამატეთ ერთი ბოთლი თეთრი მშრალი ღვინო (750 მლ.) და 1 ლიტრი ჯინჯერის ელი.
საზამთროს „სლუში“:
დააბლენდერეთ 250 გრამი გაყინული უკურკო საზამთრო, 50 მლ. არაყი და 100 მლ. შუშხუნა ღვინო და ყინული.