Search
Or
თევზის გასუფთავება

თევზის გასუფთავება არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია. თუმცა, ზოგჯერ, ვხვდებით ისეთ ვითარებაში, როდესაც სხვა გზა არ გვაქვს. გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ამ რთულ საქმესთან გამკლავებაში.

მოიმარაგეთ საჭრელი დაფა და დანა. მოათავსეთ თევზი დაფაზე და დანა დაუმიზნეთ მას ისე, რომ თევზთან მიმართებაში 20 გრადუსიანი კუთხე შეიქმნას.  

ქერცლის მოშორების პროცესს სპეციალური ხელსაწყო ერთობ გაამარტივებს. მოაშორეთ თევზს ყველაფერი ზედმეტი და ყველა ის ნაწილი, რომელიც არ გესიმპატიურებათ.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ თევზის ზოგიერთი  სახეობა არ საჭიროებს თავის მოჭრას. ეს სახეობებია : ფარფლწითელა, ქორჭილა და ჩიქვა. თავის დატოვების შემთხვევაში აუცილებელია მისი ლაყუჩებისა და ფარფლებისგან გათავისუფლება. 

თევზს ბასრი დანით ფატრავენ. თევზის გაჭრისას აუცილებელია ნაღვლის ბუშტთან სიშორის დაცვა. მისმა გახეთქვამ  შეიძლება დაფაზე მოთავსებული კულინარიული ინსპირაცია სრულიად წაბილწოს. 

იაპონიაში თევზთან ურთიერთობის წმინდა ინსტიტუტი არსებობს. თევზის გასუფთავება და დაჭრა კი მრავალ ფილოსოფიურ სიღრმეს მოიცავს.  

 

 

 

Expret Advices