Search
Or
ყველთა ხელმწიფე სულგუნი

ყველთა ხელმწფე სულგუნი სამეგრელოს სამეფოდან მოევლინა სრულიად საქართველოს. ამ კულტურულ ძეგლზე საავტორო უფლებებს დიდიხანია სხვა ეთნოსები გვეცილებიან, თუმცა, სულგუნმა შემოგვითვალა პროვოკაციას არ აჰყვეთო. ხარისხიანი სულგუნი მხოლოდ ძროხისა და კამეჩის რძისგან მზადდება. მისი  მომზადება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

 

ამისთვის მხოლოდ უმარილო ჭყინტი ყველი და წყალია საჭირო. თუმცა, კულინარების თქმით, ამგვარი სულგუნი აფერისტი სულგუნია. ჭეშმარიტ მეგრულ ჰავაზე დამზადებული სულგუნისთვის წყლის მაგივრად რძე უნდა გამოიყენოთ და შემდეგ ნაბიჯებს მიჰყვეთ: 

 

ალუმინის ქვაბში ჩაასხით რძე ისე, რომ  2 სანტიმეტრის სისქეზე დაჭრილ ყველის ნაჭრებს ფარავდეს. 90 გრადუსამდე გააცხელეთ რძე და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ ყველი ქვაბში. რამდენიმე წუთში ყველი სირბილეს შეიძენს და მოსაზელად იქნება მზად. მოურიეთ ხის კოვზით სანამ ყველი წელვად მდგომარეობამდე არ მივა. გამდნარი ყველი გადმოიტანეთ მარილმოყრილ ჭურჭელში და დაიწყეთ მისი გადაზელა. გააბრტყელეთ კოვზით და კიდეები ცენტრისკენ გადმოკეცეთ. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.  შედეგად ასფურცელა სულგუნს მიიღებთ. 4 საათის შემდეგ შესაძლებელია სულგუნის მარილწყალში მოთავსებაც. სასურველია სულგუნი 12 საათის მანძილზე არ გაიჭრას. 

 

 

 

Expret Advices