დიახ, ტყემალი ნამდვილად ჩადგმით უნდა იყოს სუფრაზე, იმიტომ რომ, ქართველებს საფუძვლიანად გვაქვს გამოთქმა: „ისეთი კარგი ტყემალი იყო, ნახევარი გოჭი შემომეჭამა“
ტყემალი ქართული სუფრის ფერადი და საპატიო წარმომადგენელია. საქართველოში შეხვდებით, წითელ, მწვანე, ყვითელ ტყემალს.
მთავარი ნამდვილად ის არის, როგორი ხარისხის ტყემალი გაქვთ, მაგრამ, ყურადღებამისაქცევია ის, რომ ომბალოს, ქინძის, კამის დამატებით, საწებელი ბევრად მრავალ არომატული გამოდის. მრავალ არომატულობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, შესაძლოა, უკვე გამხმარის ნაცვლად, ნედლი ქინძი გამოვიყენოთ. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს ცოტაოდენი მარილის დამატებაც, მარილი ხელს უწყობს ტყემლის არომატის ხაზგასმას.
ეს მჟავე საწებელი გვეხმარება, რომ გემრიელი, მაგრამ ერთფეროვანი საჭმელი კიდევ უფრო მადისაღმძვრელი გახდეს.
ტყემალს მიირთმევენ არამარტო საწებელის სახით, არამედ, ამატებენ საამაყო ქართულ კერძ - ჩაქაფულში. მისი დახმარებით, მწვანილის და ხორცის კომბინაციას უფრო პიკანტური გემო აქვს.
P.S. თუ ოდესმე მიიჩნევთ, რომ თქვენს ყვითელ ტყემალს არც ისე სახარბიელო ფერი აქვს, რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში გავრცელებული ხილის, ღოღნაშოს დამატებით, საუცხოო გემოს და ფერს მიიღებთ და მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ისიც, რომ ცოტაოდენი შაქრის დამატებამ, შესაძლოა, გოჭის მეორე ნახევრის პირუხლებლად დატოვება, შეუძლებელ მისიად აქციოს.