თუ თქვენთვის ოდესმე მაინც უთხოვიათ გეთქვათ „ლიმონ“ და დაგეთვალათ ერთიდან ათამდე, მაშინ ეს სასმელი თქვენთვის ნამდვილად ნოსტალგიური და მშობლიური ელფერის მატარებელია.
სახლის ლიმონათი საქართველოში ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
ამ სასმლის მრავალფეროვნება ნამდვილად ამოუწურავია, თუმცა, კლასიკური ლიმონათი ლიმონით მზადდება.
ლიმონის სასარგებლო თვისებებზე საუბარი აღარც ღირს, ამიტომ, პირდაპირ მის გალიმონათებას უნდა შეუდგეთ.
მარტივი წესი - ადუღებულ წყალში შაქრის და ლიმონის შერევით, ყველაზე მარტივ და გემრიელ სახლის ლიმონათს მიიღებთ.
საშუალო სირთულის წესი - ადუღებულ წყალში შეურიეთ შავი ჩაი, დაამატეთ ლიმონი და თაფლი, პიტნაც არ დაგენანოთ. გააციეთ კარგად და მიირთვით.
შედარებით რთული წესი - მოამზადეთ ტროპიკული ლიმონათი. ექვს ჭიქა წყალში ჩაწურეთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი, დაამატეთ შაქარი გემოვნებით, არ დაგავიწყდეთ ანანასის და გარგრის წვენის დამატებაც. გემოვნებით დაამატეთ დარიჩინის ჩხირები და კოჭა, ხოლო შემდეგ გემრიელად მიირთვით.
იცოდეთ, მთავარია ფანტაზია და ზომიერად მარჯვე ხელები, სახლის ლიმონათის რეცეპტის შექმნა თავადაც შეგიძლიათ თქვენივე გემოვნებით.