Search
ან
ყაბაყის როლი ორაგულით
ინგრედიენტები
1 1 ყაბაყი
1 1 კვერცხი
2 2 სუფრის კოვზი სახამებელი
4 4 სუფრის კოვზი ფქვილი
80 80 გრ. ორაგული შებოლილი
160 160 გრ. გაწურული მაწონი
4 4 გრ. დაღერღილი წიწაკა
1-2 1-2 კბილი ნიორი
40 40 გრ. ბროწეული
20 20 გრ. ტარხუნა
20 20 გრ. კამა
50 50 მლ. ზეთი
საფეხური 1
დავჭრათ ყაბაყი 0.7 სმ სისქის გრძელ ნაჭრებად (ერთი ყაბაყიდან უნდა გამოვიდეს 4-5 ნაჭერი) და ამოვიყვანოთ სახამებელში. ერთმანეთში ვურვთ 1 კვერცხს, 2 ს/კ წყალს და ფქვილს.
საფეხური 2
ყაბაყის ფირფიტა ჯერ ამოვავლოთ მიღებულ მასაში, შემდეგ ფქვილში.
საფეხური 3
ზეთი დავასხათ ტაფაზე და გავაცხელოთ. ჩავაწყოთ ყაბაყი და შევწვათ ორივე მხრიდან.
საფეხური 4
გაწურული მოწონს დავახეხოთ ნიორი, მოვაყაროთ დაღერღილი წიწაკა და მარილი, ერთმანეთში გადავზილოთ დანით. მიღებული მასა წავუსვათ ყაბაყის ფირფიტას, დავადოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ორაგულის ნაჭრები, მოვაყაროთ ბროწეული, კამისა და ტარხუნის რამოდენიმე ღერი და გადავახვიოთ.

სერვირება

გემრიელად მიირთვით.