გათლილი და თხლად დაჭრილი ბადრიჯანი შევდგათ ღუმელში ცხიმის გარეშე. გამოვაცხოთ, თუმცა არ დაველოდოთ გამოშრობას.
საფეხური 2
დავალაგოთ თანმიმდევრობით და დავწნათ.
საფეხური 3
გულსართის მოსამზადებლად ნიგოზი გავატაროთ, შევაზავოთ ცივი წყალი, სუნელები და ოდნავ ცოცხალი ქინძი. დავამატოთ ბროწეული და მარილი გემოვნებით.
წავსუვათ გულსართი ბადრიჯანს, მოვაყაროთ ბროწეული, დაჭრილი სტაფილო და ყაბაყი.
საფეხური 4
ბადრიჯნის ხვეულას გულსართი წავუსვათ გარედანაც და ამოვავლოთ ქინძში.