ყველამ ძალიან კარგად იცის აჩმის გემო. იტალიური ლაზანია ისპანახით და აჩმა რომ გავაერთიანოთ, რაღაც შუალედურ და ძალიან გემრიელ კერძს მივიღებთ. შედეგით ძალიან კმაყოფილები დარჩებით. აჩმის ცომის ნაცვლად გამოიყენეთ ლაზანიის ფირფიტები. მაშ, ასე, მივყვეთ თანმიმდევრულად.
1
1
შეკვრა ლაზანიას ფირფიტები
500
500
გრ.
ჭარხლის ფოთლები
1
1
კგ.
ისპანახი
40
40
გრ.
მწვანე ხახვი
1
1
ხახვი
30
30
გრ.
ოხრახუში
300
300
მლ.
ზეთი
500
500
გრ.
სულგუნი
1
1
მუსკატის კაკალი
30
30
გრ.
კარაქი
800
800
მლ.
რძე
70
70
გრ.
ფქვილი
200
200
მლ.
თეთრი მშრალი ღვინო
როგორც ყოველთვის, კარგად გარეცხავთ ბოსტნეულს და მწვანილებს და დაკეპავთ წვრილად. ხახვს დაჭრით პატარა ზომის კუბებად.
დიდ ტაფაზე მოშუშავთ ხახვს და დაუმატებთ ჭარხლის ფოთლებს. მოშუშავთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატებთ ღვინოს, 2 წუთის შემდეგ მწვანე ხახვს და ოხრახუშს, ბოლოს კი მარილს. გამორთავთ გაზს.
შემდეგ, მოამზადებთ ბეშემალის სოუსს.
ღრმა ჭურჭელში, დაბალ ცეცხლზე გაალღვობთ კარაქს, დაუმატებთ ფქვილს და კარგად მოურევთ. როდესაც ფქვილი გაიხსნება კარაქში დაუმატებთ რძეს. როდესაც სოუსი შესქელდება გადმოდგავთ ცეცხლიდან, დაუმატებთ გახეხილი მუსკატის კაკლის მესამედს და მარილს.
სულგუნს გახეხავთ მსხვილ სახეხზე.
ქვაბის ზომა შეარჩიეთ ლაზანიის ფირფიტის სიგრძის მიხედვით.
ჩაუშვით მდუღარე წყალში ფირფითები მაქსიმუმ 3-4 ფირფიტა, ერთმანეთს რომ არ მიეწებოს.
მოამზადეთ განიერი ღრმა ჭურჭელი, რაშიც უნდა გამოაცხოთ აჩმა.
აწყობა: ძირში აფენთ ლაზანიის ფირფიტებს, შემდეგ ბეშამელის სოუსს, შემდეგ მოშუშულ ფხალს, შემდეგ ყველს, შემდეგ ისევ ფირფიტებს და ასე ბოლომდე. ბოლოს ისევ მოაყარეთ ყველი.
შედგით წინასწარგახურებული ღუმელის შუა ნაწილში, გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი