Search
ან
ჩიხირთმა სხვაგვარად
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ

არატრადიციული, ჯანსაღი ჩიხრთმა, რომელსაც, ვფიქრობ, ბავშვებიც კარგად მიირთმევენ და უფროსებიც, რა თქმა უნდა. 

ინგრედიენტები
2 2 ცალი ქათმის ფილე
20 20 გრ. კამა
1 1 სუფრის კოვზი ფქვილი
2 2 კვერცხი
40 40 გრ. კარაქი
3 3 კბილი ნიორი
საფეხური 1
გაატარეთ ფილე ხორცის საკეპ მანქანაში. დადგით წყლიანი ქვაბი ასადუღებლად. გატარებულ ხორცს დაუმატეთ მარილი და კვერცხი. კარგად მოურიეთ და გააკეთეთ პატარა ზომის ბურთები.
საფეხური 2
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ბურთები და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ცალკე, პატარა ჯამში 1 ცალ კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ს.კ. ფქვილი და ცოდაოდენი წყალი, კარგად გათქვიფეთ და ჩაამატეთ ქვაბში, თან მოურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. ბოლოს დაუმატეთ მარილი, გახეხილი ნიორი და კარაქი, ადუღეთ 2 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა.

სერვირება

დაასხით სასურველ ჭურჭელში და გემრიელად მიირთვით.