Search
ან
ქათმის რულეტი ჟოლოს სოუსით
ინგრედიენტები
1,5 1,5 კგ. ქათმის ფილე
500 500 გრ. სოკო
400 400 გრ. საქონლის ფარში
500 500 გრ. ბეკონი
400 400 გრ. ჟოლო
70 70 გრ. ქინძი
4 4 კბილი ნიორი
2 2 ხახვი
250 250 მლ. ზეთი
საფეხური 1
ქათმის ფილე დაბეგვეთ და დაათხელეთ.
საფეხური 2
ფარში მოთუშეთ ზეთიან ტაფაზე, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ მცირე ზომის კუბებად დაჭრილი სოკო. ბოლოს დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით
საფეხური 3
დააფინეთ ბეკონის თხელი ნაჭრები ერთმანეთის მიყოლებით. დადეთ ქათმის ფილე, როგორც სურათზეა ნაჩვენები, შემდეგ დააფინეთ თანაბრად ფარში და გადაახვიეთ.
საფეხური 4
მოათავსეთ რულეტი ღუმელისთის განკუთვნილ გამოსაცხობ სინზე და შედგით წინასწარგახურებულ ღუმელში 180გრადუსზე 45წუთით. ჟოლო წამოადუღეთ დაბალ ცეცლზე, გააგრილეთ, დაუმატეთ ნიორი და დააბლენდერეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

სერვირება

მიირთვით რულეტი ჟოლოს სოუსთან ერთად.