Search
ან
შავი ტრუფელის კრემ-სუპი და ჰაეროვანი წიწიბურა
ინგრედიენტები
30 30 გრ. შავი ტრუფელი
90 90 გრ. ხახვი
50 50 გრ. სტაფილო
25 25 გრ. ნიორი
50 50 გრ. ქამა სოკო
130 130 გრ. ხის სოკო
530 530 მლ. ზეთი
300 300 მლ. თეთრი ღვინო
200 200 მლ. ნაღები 35%
500 500 მლ. ქათმის ბულიონი
2 2 გრ. დაფნა
2 2 გრ. მარილი
70 70 გრ. კარაქი
6 6 კვერცხი
60 60 გრ. ლორი
5 5 გრ. ოხრახუში
80 80 გრ. წიწიბურა
საფეხური 1
სუპის მოსამზადებლად, ტრუფელს, ქამა სოკოს, ხის სოკოს (ნახევარს), ნიორს (5 გრ), ხახვს (40 გრ.) და სტაფილოს ვჭრით და ზეთთან ერთად ვწვავთ ქვაბში. ვამატებთ ღვინოს და ვაგრძელებთ ხარშვას 3 წუთის განმავლობაში. სულ ბოლოს ვამატებთ ბულიონს და ნაღებს. ვაცდით კიდევ 15 წუთს.
საფეხური 2
გამზადებულ სუპს ვთქვეფთ ბლენდერში და ვცრით, ვამატებთ ცივ კარაქს. გამოდის ნაზი და ფაფუკი სუპი.
საფეხური 3
კვერცხს ვხარშავთ 64 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. ვიყენებთ მხოლოდ კვერცხის გულს. ლორს ვჭრით მცირე ზომის ნაჭრებად და ვბრაწავთ. ასევე ვბრაწავთ დანარჩენ სოკოს, ნიორს და ოხრახუშს.
საფეხური 4
წიწიბურას ვხარშავთ და ვაშრობთ, შემდეგ ვწვავთ გაცხელებულ ზეთში (500 მლ.) იქამდე, სანამ პოპკორნივით აფუვდება .

სერვირება

გამზადებულ კერძს ვაყრით გახეხილ ტრუფელს (10 გრ.)