დავალბოთ ლობიო წყალში 6-7 საათით და 3 საათი ვხარშოთ ნელ ცეცხლზე.
წვრილად დავჭრათ ხახვი, პომიდორი შუაში გავჭრათ და გავხეხოთ. დავნაყოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მარილი, დაფქული წიწაკა და ნიორი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ცხელ ტაფაზე დავასხათ მზესუმზირის ზეთი და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ თეთრი ღვინო, გახეხილი პომიდორი, დანაყილი სანელებლები და გავაგრძელოთ შეწვა. თან ვურიოთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში.
წვრილად დავჭრათ მწვანილი (პიტნა, ქინძი, ქონდარი, რეჰანი და მწვანე ხახვი). მოხარშულ ლობიოს შევურიოთ მზა შემწვარი მასა და კარგად მოვურიოთ. კერძი მზად არის. ლობიო სუფრასთან მიაქვთ თიხის ქოთნებით მჟავესთან ერთად. გემოს გასაუმჯობესებლად ქოთანში ამატებენ წვრილად დაჭრილ მწვანილს.