“კულინარია ბავშვობის ასაკიდან მიტაცებდა. ყოველთვის ვცილობდი რამე
განსხვავებული და განსაკუთრებული შემექმნა. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ
კი არა, თუმცა, როდესაც სასურველ შედეგს ვიღებდი, საოცრად დიდ სიხარულსა
და ბედნიერებას განვიცდიდი.
პროფესიონალურ სამზარეულოში სამი წლის წინ შემოვაბიჯე და ამით დაიწყო
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და საინტერესო თავგადასავალი. უსაზღვრო
სიამაყით და ბედნიერებით ვივსები, როდესაც ვხედავ ადამიანების გაღიმებულ
სახეებს მას შემდეგ, რაც ისინი ჩემ მიერ მომზადებულ კერძებს აგემოვნებენ.
ახლა 23 წლის ვარ და ვმუშაობ ერთ-ერთი ობიექტის შეფ-მზარეულად. ვთვლი,
რომ როდესაც გიყვარს საკუთარი საქმე, ყველა მიზანი უფრო მარტივად
მისაღწევი ხდება. მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის. მე მფიქრობ, რომ ჩემი
პროფესია უსაზღვრო შესაძლებლობების წყაროა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ
მაქვს.” - ლუკა ჩიკვილაძე