Search
ან
მოცვისა და თხილის ნამცხვარი
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

გამარჯობა, მე ანი ვარ, ყავის ლაბორატორიის შეფი და საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორი. სტომატოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე მივხვდი, რომ კულინარია უფრო მაინტერესებდა და გადავწყვიტე ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. გავიარე საქართველოს კულინარიის აკადემიის და რომის Italian Chef Academy-ს კურსები და ორ წელზე მეტია ყავის ლაბორატორიაში ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებ. 
მიყვარს ახალი რეცეპტების მოძიება და სხვებისთვის გამოცდილების გაზიარება. იმედი მაქვს, მოგეწონებათ რეცეპტი და ისიამოვნებთ მომზადების პროცესით. Happy cooking! - ანი ჯინჭარაძე
 

ინგრედიენტები
115 115 გრ. კარაქი
125 125 გრ. შაქარი
25 25 გრ. ფქვილი უმაღლესი ხარისხის
1 1 მწიკვი მარილი
1 1 ცალი ლიმონის ცედრა
150 150 გრ. დაფქული თხილი
1 1 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა
250 250 გრ. გაწურული მაწონი
200 200 გრ. მოცვი
100 100 გრ. თხილი
3 3 ცალი კვერცხი
საფეხური 1
ვახურებთ ღუმელს 160 გრადუსზე. 20 სმ დიამეტრის ფორმას ჩავუფინოთ პერგამენტი. ოთახის ტემპერატურის რბილ კარაქს და შაქარს ვთქვეფთ. უნდა მივიღოთ თეთრი კრემისებრი მასა. ვუმატებთ კვერცხს 3 ეტაპად და ვურევთ რომ გახდეს ერთიანი მასა.
საფეხური 2
ცალკე ჯამში ვურევთ ერთმანეთში ფქვილს, დაფქულ თხილს, ლიმონის ცედრას, კოჭას და მარილს. ფქვილოვან ინგრედიენტებს ვუმატებთ კვერცხის და კარაქის მასას ერთჯერად და ვურევთ მანამ, სანამ არ გახდება ერთიანი მასა. ვამატებთ გაწურულ მაწონს და გადავურევთ. ვამატებთ 150 გრამ მოცვს და ვურევთ.
საფეხური 3
გადაგვაქვს საცხობ ფორმაში, ვაყრით დარჩენილ მოცვს და უხეშად დაჭრილ თხილს. ვაცხობთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათი. შემდეგ 30 წუთით ვაცივებთ ოთახის ტემპერატურაზე და ვდებთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დილას მოცვის და თხილის ნამცხვარი უკვე მზად არის.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!