Search
ან
საქონლის ხორცის და ბოსტნეულის წვნიანი ძვლების კონსომეთი
60+ წუთი
საშუალო
მძიმე
500+ კკალ


“როდესაც სტუმარი კერძს უკვეთავს ყოველთვის ვხვდები მის განწყობას, რა სურს მას? სად უნდა მოგზაურობა, ბავშვობის გემოებსა თუ ახლო წარსულში? 
კულინარიის სიყვარული ბავშვობიდან მომდევს, ვცდილობდი ბებიას არ მოვშორებოდი მზადებისას, ყოველთვის ბევრ კითხვას ვუსვამდი ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ, ბავშვობის გემო ზუსტადაა გამოხატული ბებიის გაკეთებულ ხარჩოსა და ელარჯში, რომლის დაუვიწყარი არომატი დღემდე მომყვება. თანამედროვე ტექნოლოგიები კულინარიაში მაძლევს საშუალებას ჩემებურად გამოვხატო ბავშვობის ნოსტალგიური გემოები. კულინარია არის ცოცხალი პროცესი, რომლის დაუფლებისას თავს ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ. 
კულინარიის პარალელურად ვეუფლები ნლპ-ს სპეციალობას, ჩემი აზრით, კულინარია კომუნიკაციაა ადამიანთა შორის, რომლის გამოხატულება სრულად ასახავს ყოველდღიურ განწყობას” - გუგა მამულია, შეფი.

ინგრედიენტები
2 2 კგ. საქონლის ძვალი
120 120 გრ. ნიახურის ბოლქვი
4 4 ცალი სტაფილო
4 4 ცალი თეთრი ხახვი
2 2 ცალი წითელი ხახვი
1 1 თავი ნიორი
1 1 ცალი წითელი წიწაკა
300 300 გრ. საქონლის სუკი
80 80 გრ. სოკო შიიტაკი
80 80 გრ. ბრინჯის ვერმიშელი
30 30 გრ. ვორჩესტერ სოუსი
1 1 ცალი ლაიმი
20 20 გრ. ცოცხალი ქინძი
30 30 გრ. პიტნა
5 5 გრ. მწვანე ხახვი
1 1 ცალი კვერცხი
5 5 გრ. მარილი
საფეხური 1
ვამზადებთ ბულიონს - საქონლის ძვლები, თეთრი ხახვი, სტაფილოს და ნიახურის ბოლქვს მოვასხათ ზეთი და გამოვაცხოთ ღუმელში 220 გრადუსზე 40 წთ . გამომცხვარი გადავწუროთ ზეთისგან და დიდ ქვაბში ჩავაწყოთ, დავასხათ წყალი და დავამატოთ სოკო შიტაკი, ვორჩესტერ სოუსთან ერთად. ვადუღოთ 4 საათი, მივიღებთ ყავისფერ ბულიონს.
საფეხური 2
წითელი ხახვი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და ჩავაწყოთ ყინულიან წყალში, რათა ხახვმა სიმწარე დაკარგოს, დავჭრათ წიწაკა მრგვლად, ქინძი და პიტნა გავარჩიოთ და ვეცადოთ მხოლოდ ფოთლები მოვწყვიტოთ. მწვანე ხახვი გავჭრათ სიგრძეზე და ჩამოვჭრათ სწორი და წვრილი ხაზები, ჩავაწყოთ ცივ წყალში.
საფეხური 3
ადუღებული წყალი დავასხათ ცალ-ცალკე ჯამში სოკოს და ვერმიშელს, დავაცადოთ 5 წუთი.
საფეხური 4
საქონლის სუკი დავჭრათ თხელ მედალიონებად და შევწვათ გახურებულ ტაფაზე.
საფეხური 5
ვამზადებთ კონსომირებულ ბულიონს, ჩვენი ყავისფერი ბულიონი უნდა გავაციოთ და 400 გ ცივ მასაში ჩავუშვათ 1 კვერცხის ცილას დამატებული 10 მლ წყალი, რომელიც წინასწარ უნდა ავთქვიფოთ. ბულიონი დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ნელ-ნელა ვურიოთ, ვაცადოთ წამოდუღება და შემდეგ მოვქაფოთ, გადავწუროთ უკვე გამჭვირვალე ბულიონი და დავიწყოთ კერძის აწყობა.
საფეხური 6
აწყობა : თეფშის ერთ კიდეზე დავაწყოთ შემწვარი ხორცი, გვერდით მივუდოთ პიტნა, შემდეგ მოვუწყოთ სოკო, გავაგრძელოთ წრის შევსება წიწაკით, დავუმატოთ ქინძის ფოთლები და მივუწყოთ ხახვი, ცენტრში ჩავდოთ ბრინჯის ვერმიშელი და დავასხათ გამჭვირვალე ბულიონი.

სერვირება

გასაფორმებლად მოვაყაროთ მწვანე ხახვის ფოჩები და ლაიმის ნაჭერი.