“სამზარეულო ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვისა და კულინარიასთან ახლო კავშირის საშუალებაა.
სამზარეულო ადგილია, სადაც პროცესი არ წყდება. ეს სფეროა, სადაც შეგიძლია იყო მეცნიერი, ხელოვანი ან უბრალოდ კარგი მზარეული.
ჩემთვის მზარეულობა კარგი განწყობის და განვითარების საშუალებაა, კულინარია თავისი არსით ამოუწურავი ინფორმაციაა, სამზარეულო როგორც სპორტული, ასევე შემოქმედებითი სფეროა, სადაც აუცილებელია ნებისყოფა, ხედვა და გემოს დაჭერა.” - ლაშა ნიკორაშვილი, Z10-ის შეფ-მზარეული.
200
200
გრ.
საქონლის სუკი
1
1
კომში
2
2
ქლიავი
1/2
1/2
წითელი ხახვი
20
20
გრ.
კარაქი
30
30
მლ.
ზეთი
1
1
როზმარინი (ერთი ტოტი)
1
1
მწიკვი
მარილი
100
100
მლ.
გაწურული ფორთოხლის წვენი
150
150
მლ.
წითელი ღვინო
1
1
მწიკვი
დარიჩინი
1
1
მწიკვი
მიხაკი
1
1
მწიკვი
დაღერღილი წიწაკა
20
20
გრ.
შაქარი
1
1
კბილი
ნიორი
ხორცი დავჭრათ ჩვენთვის სასურველი ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, შემდეგ დავასხათ ტაფაზე ზეთი და დავუმატოთ კარაქი, 1 კბილი ნიორი და როზმარინის ტოტი. გადავიტანოთ ტაფაში ხორცი და შევწვათ სასურველ ზომამდე.
ცალკე ვიღებთ ღრმა ტაფას, ვასხამთ ზეთს, ვუმატებთ კარაქს, შემდეგ შაქარს და წითელ ხახვს, რომელსაც გავუკეთებთ კარამელიზაციას. ამის შემდეგ ვუმატებთ ფორთოხლის წვენს, წითელ ღვინოს და სუნელებს. ვადუღებთ იქამდე, სანამ ღვინიდან არ აორთქლდება ალკოჰოლი.
შემდეგ ვუმატებთ კომშს (კომში უნდა დარბილდეს). სულ ბოლოს ვუმატებთ ქლიავს და კიდევ ერთხელ წამოვადუღებთ.
სერვირებისათვის ნახარშიდან ამოვიღოთ მხოლოდ კომში და ქლიავი, გადავიტანოთ თეფშზე და ზემოდან დავაწყოთ ხორცი. დარჩენილი სოუსი წამოვადუღოთ, რათა ოდნავ შესქელდეს და გამოვრთოთ. მიღებული მასა მოვასხათ თეფშზე მოთავსებულ ხილსა და ხორცს.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი