Search
ან
პასტა თხილით და კარაქით
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
ინგრედიენტები
250 250 გრ. სპაგეტი
50 50 გრ. კარაქი
1/2 1/2 ჭიქა თხილი
1 1 კბილი ნიორი
1/2 1/2 თავი ხახვი
50 50 გრ. პარმეზანი
1/2 1/2 ცალი ლიმონის ცედრა
25 25 გრ. ოხრახუში
3 3 გრ. შავი პილპილი
5 5 გრ. მარილი
საფეხური 1
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ღუმელში გამოაშრეთ თხილი 10 წუთი, გააგრილეთ, გაფცქვენით და დაატრიალეთ ჩოპერში რამდენიმე წამით, ან დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. აადუღეთ წყალი პასტის მოსახარშად. დაჭერით ხახვი, ნიორი, ოხრახუში. გახეხეთ ლიმონი და პარმეზანი.
საფეხური 2
მოზრდილი ტაფა გაცხელეთ, დაყარეთ თხილი და მოხალეთ მშრალად, სანამ არ შეწითლდება. დაუმატეთ კარაქი, პილპილი, მარილი, ხახვი და ნიორი, დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 5-7 წუთი, პერიოდულად მოურიეთ. პარალელურად მარილწყალში მოხარშეთ სპაგეტი, შეფუთვაზე დატანილი დროის მიხედვით.
საფეხური 3
როდესაც პასტა მოიხარშება, ტაფაზე კარაქიან მასას დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუშის ნახევარი, ცედრა და პარმეზანის 1/2, დაასხით 2 ჩამჩა პასტის წყალი, წამოადუღეთ და დაამატეთ მოხარშული სპაგეტი, კარგად აურიეთ, თუ მშრალი გეჩვენებათ, დაამატეთ კიდევ 1 ჩამჩა.

სერვირება

გადაიტანეთ თეფშე, მოაყარეთ დარჩენილი ოხრახუში და პარმეზანი.