ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.
ხინკალი
მოხარშულ ცომში გულსართის ბევრნაირი ინტერპრეტაცია არსებობს. ქართველებიც ამ კლუბის წევრები ვართ, კლუბის ისტორია კი ფქვილის გაჩენასთან ერთად იწყება. ქართულ ხინკალს ფესვები მონღოლურ კულტურაში აქვს, მაგრამ არსებობს ჰიპოთეზა, რომ კერძი დამოუკიდებლად წარმოიშვა.

ხორციანი აჩმა
ეს ხორციანი აჩმაა, არ არის ლაზანია. არ მაინტერესებს ვინ რას მეტყვის. შეზავებულია ქართული არომატებით, ცომი აჩმისაა, გემოც ქართულია.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი



















































































































