ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ზღვის ლეშა ქინძმარის სოუსით და ისპანახით
საქართველოში უამრავი მდინარე, ტბა, წყალსაცავი და ამასთანავე საკმაოდ დიდი ზღვის სანაპირო ხაზია - თევზეულის მომზადების კულტურა კი მაინც არ გვაქვს. ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი,რომლის ოჯახსაც თევზეულის უამრავი რეცეპტი აქვს წინაპრებისგან შემორჩენილი. მინდა ვუთხრა ამ ადამიანს, რომ ის არის ათასში ერთი და განსაკუთრებული, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავები, თევზს საკმარის პატივს არ ვცემთ. ამიტომაც გადავწყვიტე პატივი ვცე თევზეულობას - დღეს მოვამზადებთ შავი ზღვის ლეშას (იგივე შავი ზღვის კარჩხანა), რომელსაც გემრიელი თეთრი ხორცი და სასიამოვნო არომატი აქვს.

პოლენტასა და ხის სოკოს სალათი
მიყვარს სიმინდის ფქვილი. სიმინდიც მიყვარს. არ მიყვარს ერთფეროვნება. მაიზი, იგივე სიმინდი, მსოფლიოში მეორე ყველაზე მოსავლიანი კულტურაა. წელიწადში დაახლოებით 823 მილიონი ტონა მიიღება. მსოფლიოში ზოგადად სამი სახეობაა გავრცელებული: -ყვითელი, თეთრი და ცისფერი. საქართველოში ცისფერი და ყვითელი იშვიათია.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი



















































































































