ავოკადო გავასუფთავოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
ცალკე ჯამში ავურიოთ მდნარი ყველი, დაჭრილი ჩერი პომიდორი და სალათის ფოთოლი. დავამატოთ გაჭყლეტილი ნიორი და ლიმონის წვენი. მოვურიოთ და დავამატოთ ბროწეული, მოცვი და დაკეპილი ნუში და თხილი. კიდევ ერთხელ მოვურიოთ და მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე.
დავამატოთ შეკაზმული ყველი ავოკადოს. მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.
ზემოდან გააფორმეთ მიკრო მწვანილით და ფორთოხლის ცედრით.