გთავაზობთ საგაზაფხულო კერძს - ნაზი და რბილი ხბოს ხორცი ტარხუნის სოუსში, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზმს სასარგებლო და საჭირო ნივთერებების მიღებაში და შეგიქმნით საგაზაფხულო განწყობას.
1
1
კგ.
ხბოს ხორცი
2
2
ბულგარული წიწაკა მწვანე
2
2
ბულგარული წიწაკა წითელი
50
50
გრ.
როზმარინი ნედლი
4
4
ლიმონი
3
3
კონა ტარხუნა
300
300
მლ.
ზეითუნის ზეთი
500
500
მლ.
ნაღები
30
30
გრ.
წიწაკის მიქსი
3
3
კბილი
ნიორი
წინასწარ ვამზადებთ ხორცის მარინადს. ხბოს ხორცს ვრეცხავთ და ვჭრით კუბებად, ვამატებთ ზეითუნის ზეთს (250 მლ.), როზმარინს, პილპილს და ლიმონს. სასურველია დავაყოვნოთ 2 საათის განმავლობაში
ტარხუნას ვრეცხავთ და ვაბლენდერებთ ნაღებთან და ნიორთან ერთად.
გავასუფთავოთ ხორცი სანელებლებისგან და მოვათავსოთ ქვაბში. მოვთუშოთ მარინადის წვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, დახურულ ჭურჭელში.
ვამოწმებთ, თუ ხორცი რბილია, დავამატოთ ტარხუნის სოუსი და ვადუღოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ მარილი გემოვნების მიხედვით.
მოვამზადოთ გარნირი: გავრეცხოთ ბულგარული, გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად, ზეითუნის ზეთში მაღალ ცეცხლზე მოვთუშოთ 5 წუთის განმავლბოაში და დავამატოთ წიწაკის მიქსი.
სერვირება
გარნირი დავამატოთ ტარხუნის სოუსში. მიირთვით ცხელ მდგომარეობაში.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი