გარეცხეთ კვერცხი, შემდეგ გატეხეთ და მოათავსეთ ჯამში. ათქვიფეთ. არაჟანი და მაწონი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და სოდა, მოურიეთ. როდესაც ამოფუვდება დაუმატეთ კვერცხს და კარგად გათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მანანის ბურღული, მორევა არ შეწყვიტოთ. როდესაც მიიღებთ სქელ, ერთგვაროვან მასას, კოშტების გარეშე, დაუმატეთ დაჭრილი ბეკონი, გახეხილი ყველი და პომიდვრის ჩირი ზეთის გარეშე. მცირეოდენი ყველი მოიტოვეთ ზევიდან მოსაყრელად.
ეს ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს ხის კოვზით.
მოამზადეთ ფორმა, რაშიც გსურთ რომ გამოაცხოთ ღვეზელი.