ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ლობიო პომიდვრით
ქართველებს ლობიო გვიყვარს, მექსიკელებსაც! ქართველებს ცხარე გვიყვარს, მექსიკელებსაც! მარილის სიყვარულიც საერთო გვაქვს. მოკლედ, რომ ვთქვათ მექსიკური კულინარია ადვილად ჯდება ქართულ გემოვნებაში. ეს კერძი მექსიკელი მეგობრისგან ვისწავლე, ცოტა ქართულ პროდუქტს მოვარგე და ქართულ-მექსიკური კერძი მივიღე.

ასპიკი ანუ მუჟუჟი
ასპიკი ანუ მუჟუჟი, იგივე "ხალადეცი", წარმოშობით ქართულია. რუსეთში მან ფრანგული კულტურის გავლენით მოიპოვა პოპულარობა, თუმცა საქართველოში მისი არსებობა ბევრად უფრო ადრე ფიქსირდება. ამ კერძის საფუძველი არის ცხოველის ძვლებიდან და ტანხორციდან გამოდევნილი კოლოგენი, რომელსაც ჰიდროლიზის საშუალებით აქცევენ შემასქელებელ ჟელატინად, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ასპიკის შესქელება შესაძლებელია უბრალოდ ძვლიანი ხორცის დადუღებით. ნახარშს დავუმატოთ არომატული ნაერთების შემცველი ინგრიდიენტები და მივიღებთ სასიამოვნო ჟელეს, რომელსაც ყველა ის სასიამოვნო გემო და სურნელი აქვს, რაც გემრიელ სუფს.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი

















































































































