Search
ან
ვაშლის ღვეზელი
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
50 50 გრ. ცოცხალი საფუარი
100 100 მლ. წყალი ან რძე
75 75 გრ. შაქარი
120 120 გრ. კარაქი
50 50 მლ. ზეთი
1/4 1/4 ჩაის კოვზი მარილი
500 500 გრ. ფქვილი
Начинка: Начинка: გულსართი:
3-4 3-4 ვაშლი
1 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
100 100 გრ. ყავისფერი შაქარი
საფეხური 1
მე ყოველთვის ცოცხალ საფუარს ვიყენებ, ცომი ბევრად უკეთესი გამოდის ხოლმე. თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ 15 გრ. მშრალი საფუარი. დაალბეთ თბილ წყალში ან რძეში, დაუმატეთ ერთი ჩ.კ. შაქარი და დატოვეთ 15 წუთი. შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ცომის მოზელვა. ცოცხალი საფუარის გამოყენებისას უნდა ჩააფშხვნათ ჯამში, დაუმატოთ ერთი ს.კ. შაქარი და კარგად მოურიოთ. შემდგომ დაამატოთ თბილი წყალი ან რძე. ოპტიმალური ტემპერატურა - 37-38 ºС. გაცერით დაახლოებით ერთი ჭიქა ფქვილი, კარგად მოურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 15-20 წუთით.
საფეხური 2
სანამ ცომი ამოდის მოამზადეთ დარჩენილი ინგრედიენტები - გაალღვეთ კარაქი, ათქვიფეთ შაქარი და 3 კვერცხი. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს თბილი. დაუმატეთ ამოსულ ცომში და კარგად გადაზილეთ. შემდგომ, ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი ფქვილი. აუცილებლად გაცერით. ბოლო ეტაპზე დაამატეთ დარჩენილი ფქვილი, ზეთი და მარილი. ცომი არ უნდა იყოს წებოვანი ან ძალიან სქელი. მნიშვნელოვანია, რომ მარილი და ზეთი დაუმატოთ ბოლოს, სხვა შემთხვევაში ცომი უფრო რთულად ამოვა. კარგად მოზილეთ ცომი, მოათავსეთ ზეთიან ჯამში, გადააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ დაახლოებით 15-20 წუთით.
საფეხური 3
მოამზადეთ გულსართი: გარეცხეთ და გათალეთ ვაშლი. დაჭერით პატარა ზომის კუბებად. მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და დარიჩინი. მოათავსეთ პერგამეტი საცხობ ლანგარზე და წაუსვით ცოტაოდენი ზეთი. შეგიძლია ქაღალდის გარეშეც გამოაცხოთ. როდესაც ცომი ამოვა, ამოიღეთ ჯამიდან და დაიწყეთ პატარა ბურთების ფორმირება. მოაყარეთ ფქვილი. მოათავსეთ ერთი ს.კ. გულსართი თითოეული ბურთის გულში და მოუკარით კიდეები. მოათავსეთ ნაკეცით ქვემოთ და დადგით თბილ ადგილას 10-15 წუთით. გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსამდე და შედგით ღვეზელები დაახლოებით 25 წუთით. შემდგომ გამოიღეთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით კიდევ 5-7 წუთით 180-200 გრადუსზე.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!