Search
ან
თეთრი ამური და მწვანე ლობიო ფეტვით
60+ წუთი
საშუალო
მსუბუქი
0-200 კკალ
ინგრედიენტები
1 1 ცალი თეთრი ამური
გარნირი
100 100 მლ. ზეთი
200 200 გრ. მწვანე ლობიო
100 100 გრ. ფეტვი
8 8 ცალი ღერო მწვანე ხახვი
5 5 ცალი ცალი ჩერი პომიდორი
10 10 გრ. ოხრახუში
3 3 კბილი ნიორი
2 2 სუფრის კოვზი კეშიუ
1 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
მარილი გემოვნებით
საკმაზი
5 5 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
1 1 სუფრის კოვზი არაქისის კარაქი
1/2 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
2 2 ცალი კვერცხი
1/2 1/2 ჩაის კოვზი მარილი
100 100 გრ. სიმინდის ფანტელები
საფეხური 1
მარინადის ინგრედიენტები გადავურიოთ კარგად ერთმანეთში, თევზს ორივე მხრიდან წავუსვათ, გავაჩეროთ ასე 10 წუთის განმავლობაში. სიმინდის ფანტელებს ვიყენებთ როგორც საფანელს, ამიტომ დააქუცმაცეთ წვრილად. დამარინადებული თევზი ამომავლოთ ამ საფანელში და ზეთიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ ორივე მხრიდან. (თუ დიდი ზომის ტაფა არ გაქვთ თევზი დაჭერით ნაჭრებად და ისე დაამარინადეთ, შემდეგ ამოავლეთ საფანელში და შეწვით ტაფაზე). შემწვარი თევზი გავახვიოთ ალუმინის ფურცელში და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შევდგათ 10 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
მოვამზადოთ გარნირი: ფეტვს დავასხათ 2-ჯერ მეტი მდუღარე წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე მოსახარშად. დაახლოებით 10 წუთში მოიხარშება, მიხვდებით, როდესაც ფეტვის მოცულობა გაიზრდება და წყალს სრულიად დაიშრობს.მოხარშული ფეტვი გადმოდგით ცეცხლიდან და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში გასაგრილებლად.
საფეხური 3
ცალკე, ზეთიან ტაფაზე, მოშუშეთ ლობიო, (ასეთი ლობიო იყიდება დიდ სუპერმარკეტებში გაყინულ ნახევრადმომზადებულ მდგომარეობაში, ამიტომ მისი მომზადება ძალიან ადვილია და არის ძალიან გემრიელი) დაუმატეთ კარგად გარეცხილი, 3 სმ. სისქის რგოლებად დაჭრილი, პრასი. შემდეგ პაპრიკა, ბოლოს დაუმატეთ ფეტვი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მწვანე ხახვი, გახეხილი ნიორი, აკეპილი კეშიუ და შეაზავეთ მარილით.

სერვირება

გადაიტანეთ თევზი სასურველ ჭურჭელში, მიიტანეთ სუფრასთან გარნირთან ერთად. შეგიძლიათ პირდაპირ პორციულად გაანაწილოთ.