ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ქათმის რულეტი "ალა იტალიანო"
ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ უქნათ ქათმის ფილეს, არის მისი გატენვა განსხვავებული გულსართით. ფილეს არომატიც აკლია და გემოც, ამიტომ მზეზე გამომშრალი პომიდორი, მოცარელა და პროშუტო, გაამდიდრებს და გააცოცხლებს ფილეს. მოცარელას მაგივრად შეგიძლიათ სულგუნიც გამოიყენოთ, პროშუტოს ნაცვლად კი ნედლად შებოლილი ბეკონი.

თევზი და კარტოფილი ინგლისურად (იორკშირული რეცეპტი)
ინგლისში ეს კერძი ძირითადად ვირთევზათი კეთდება, ხანდახან მინტაის სახეობის თევზით, მაგრამ კამბალათი ყველაზე გემრიელია. ცომი, რომელშიც კამბალის ფილე ევლება თევზის არომატს გაქცევის საშუალებას არ აძლევს და არომატებს ცომის მასაში აკონცენტრირებს. მარტივად, ეს არის თევზის მოყვარულის სამოთხე.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი



















































































































